როგორ მოიპარა შაურმამ ჯანმრთელობა

თბილისში  გარეთ  კვება ყოველთვის პოპულარული იყო,თუმცა ბოლო დროს  კიდევ უფრო მომრავლდა სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტები.ისინი გამიზნულია,როგორც მაღალშემოსავლიანი,ისე საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებისათვის.განსაკუთრებით,მაშინ როცა ინტერნეტსივრცე სავსეა მსგავსი დაწესებულებების რეკლამებით.

რთულია ასეთი ტიპის დაწესებულებებისადმი დადებითად განეწყო,ხოლო ურაყოფითზე დაუსრულებლად შეგვიძლია ვისაუბროთ. მათი ერდადერთი  დადებითი მხარე  მცირე დროში საკვების მირთმევაა. პირველ რიგში,უნდა გავითვალისწინოთ რომ სწრაფი კვებისას ადამიანი ჭამს ყველა ისეთ საჭმელს,რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს.ცხიმი კი გარდა წონაში მატებისა,იწვევს გასტრიტს,კუჭისა და თორმეტგოჯა  ნაწლავის წყლულოვან დაავადებებს.

ბიოლოგი,ანა გაბეხაძე :“ ქუჩაში კვებისას ვერ ვიცავთ ჰიგიენას და შეიძლება ჩვენს ორგანიზმში მოხვდეს  სალმონელოზის,დიზენტერიისა და სხვა მრავალი დაავადებათა გამომწვევი ჭიის კვერცხები.“ სწრაფი კვების ობიექტების სტუმრობისას ჰიგიენური მდგომარეობა ნამდვილად თვალშისაცემია.ერთი შეხედვით გასუფთავებული დახლები უამრავ სიბინძურეს მალავს.ცოტა ხნით გაჩერების შემდეგ,თქვენ აუცილებლად აღმოაჩენთ ზეთიან ჭურჭელს,ათასგსის გამოყენებულ დანას და მაგიდის საწმენდს.იატაკის მდგომაროებაც სავალალოა,რადგან დახლებზე გამზდებული საჭმლის ნარჩენები ავტომატურად ძირს ხვდება. არც ის დამიანები გამოირჩევიან შესაშური ჰიგიენით,რომლებიც საჭმელს ამზადებენ შიშველი ხელებით და თავზე ქუდის გარეშე.

ზემოთ ჩამომთვლილი მიზეზების მიუხედავად, „ეისითის“ კვლევის შედეგების მიხედვით თბილისის მოსახლეობის 26% ძალიან ხშირად სტუმრობს სწრაფი კვების ობიექტებს. როგორც აღმოჩნდა,თბილისელებისთვის სწრაფი კვების ობიექტები საყვარელ დაწესებულებად რჩბება და უფრო მეტიც,კვირაში რამდენჯერაც კი სტუმრობენ.

ერთ-ერთი საშაურმის მფლობელის განცხადებით ისინი დღეში საშუალოდ 70-80 ჰოთ-დოგს,ხოლო უფრო მეტ შაურმას ყიდიან.არსებობს ისეთი დღეებიც,როცა გაყიდვების   რიცხვი აღნიშნულს აჭარბებს.

ჯენი ჭოლაძე.

ამდენი ცუდი მიზეზი გამოწვევისა,რომელსაც სწრაფი კვების ობიექტების საჭმელი აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას მისი მომხმარებლის რიცხვი დღითიდღე იზრდება.ეს გმოწვეულია თანამედროვე ცხოვრების ტემპით.ამიტომაც,ადამიანებს სწრაფად და გემრიელად ურჩევნიათ შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილება.